“საქართველოს ბანკი” მეწარმეებს ანგარიშებს უფასოდ გაუხსნის

თბილისი (BPI)  –  “საქართველოს ბანკი”  მცირე ბიზნესისთვის  ბრუნვის 1%-მდე შემცირებული გადასახადის ამოქმედებამდე, მეწარმეების რეგისტრაციას იწყებს. ბანკის გენერალური დირექტორი  კახა კიკნაველიძე  შპ საწარმოების (შპს) და ინდმეწარმეების აქტივობას ელის.

18 ივნისიდან განაცხადების მიღება რამდენიმე სერვის ცენტრშია შესაძლებელი, 1 ივლისიდან კი  ყველა ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველა ფიზიკური პირი, ვისაც სურს დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებას შეძლებს საქართველოს ბანკის  სერვისცენტრში (ექსპრეს ბანკის ფილიალების გარდა).

რეგისტრაციის პროცედურა მარტივია, მომხმარებელი  დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, ბანკში ერთი მისვლით შეძლებს, სტატუსის დაფიქსი რებით. პირველი 1 000 დარეგისტრირებული ინდ. მეწარმეს რეგისტრაციის საფასურს “საქართველოს ბანკი”  დაუფარავს.

ბანკი მომხმარებელს  შესაძლებლობას აძლევს,  უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში  და პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს  SMS ბანკით და ინტერნეტბანკით. ასევე  სთავაზობს  Cash Card-ს, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ ეს სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას. საქართველოს ბანკი  ცდილობს მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, რაც ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დღევანდელი სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები ჩვენს მომხმარებელს. შევქმნათ მათზე მორგებული პირობები,  დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ ბიზნესის როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა