საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 5 თვეში $75 მლნ-ზე მეტი მიიღო

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება, იზრდება შემოსავლები ღვინის ექსპორტიდანაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ დოლარია, 36%-ით მეტი ვიდრე 2016 წლის 5 თვეში.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.

ექსპორტის ზრდაა როგორც ევროპისა და აზიის, ისე ტრადიციული ბაზრებზე: იაპონია – 186% (97668), დიდი ბრიტანეთი – 109% (45210), ჩეხეთი – 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია – 51% (252982), ნიდერლანდები – 45% (33399), რუსეთი – 38% (20439494), უკრაინა – 33% (3149059), პოლონეთი – 33% (1300222), ყაზახეთი – 32% (1379698), ლიეტუვა – 22% (172020), ლატვია – 22% (670260), ესტონეთი – 16% (216762), ბელარუსი – 11% (461952) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (20439494), უკრაინა (3149059), ჩინეთი (2331800), ყაზახეთი (1379698) და პოლონეთი (1300222).

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …