საქართველო სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

სამთო-სათხილამურო კურორტმა ბაკურიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა. გადაწყვეტილება საბერძნეთში კურორტ კოსტანავარინოში 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე გამოაცხადეს.

ფედერაცია ბაკურიანზე ოფიციალურ ვებგვერდზე კონგრესამდე წერდა, რომ კურორტზე 4000 მუდმივი მაცხოვრებლია, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ბოლო წლებში კურორტზე „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მილიონობით ევრო დახარჯა.

ბაკურიანს შეემატა ათობით ახალი საბაგირო და სასრიალო გზები 30 კმ-მდე გაიზარდა. კურორტზე აშენდა ახალი სასტუმროები, მთლიანობაში ლოგინების რაოდენობა 15000 აღემატება.

ამ ეტაპზე ბაკურიანს აქვს სამი სასრიალო არეალი: დიდველი, კოხტა და მიტარბი.

საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობის პერსპექტივით, მთის კურორტების განვითარების კომპანია დიდველზე ახალი სასრიალო არეალის გაშენებას გეგმავს, სადაც ასევე განთავსებული იქნება თოვლის პარკი.

ახალი არეალი, სადაც ოთხი ახალი საბაგირო დაემატება, სასრიალო გზებით დაკავშირებული იქნება დიდველის მთასთან. მიმდებარედ ასევე შესანიშნავი ადგილია ჩემპიონატის როგორც გახსნისა და დახურვის, ასევე მედლების გადაცემის ცერემონიალისთვის.
ფედერაცია ასევე აღნიშნავს, რომ თებერვალში ბაკურიანში დიდველის მთაზე წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი სკიკროსში.

შემთხვევითი სიახლე

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 …