საქართველო რეგიონულ ცენტრად ყალიბდება

თბილისი (BPI) – საბანკო მომსახურების მომავალი, სექტორის შესაძლებლობები,  ციფრული ტექნოლოგიები – “საქართველოს ბანკმა” THE FINANCIAL  პარტნიორობით,  ინოვაციურ ფორუმს უმასპინძლა.

ტრადიციული და ციფრული საბანკო მოდელის, ასევე კაპიტალის მართვაზე თავისი ხედვა, ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ წარმოადგინა.

„ამ ეტაპზე ქართული საბანკო სექტორი ნამდვილად არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ციფრულ საბანკო მომსახურებას. ამასთან  ქვეყანას  ყველა წინაპირობა აქვს, გახდეს რეგიონში საფინანსო სერვისების ცენტრი.   საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს“,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

ფორუმში კომერციული ბანკების, ასოციაციის და სებ-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …