ucuz paykwik sportwetten paykasa

საქართველო 23-ე ადგილზეა /ღვინის უმსხვილეს მწარმოებელთა რეიტინგი/

თბილისი (BPI) – საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის 23-ე ადგილზეა და წლიურად 110 მლნ ლიტრ ღვინოს აწარმოებს.

Galt&Taggart-ი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემების  მიხედვით აღნიშნავს, რომ ქვეყანა ღვინის წარმოების მაჩვენებლით 38-ჯერ ჩამორჩება რეიტინგის პირველადგილოსან იტალიას, რომელიც წლის განმავლობაში 4,25 მლრდ ლიტრის წარმოებას ახერხებს. იტალიიის მოსდევს საფრანგეთი (3,67 მლრდ ლიტრი) და ესპანეთი (3,21 მლრდ ლიტრი). შემდეგ პოზიციაზეა აშშ წლიურად 2,33 მლრდ ლიტრით.

აღსანიშნავია, რომ სწორედ აშშ-ია ღვინის მომხმარებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე და წლიურად 3,26 მლნდ ლიტრს მოიხმარს.

პირველ სამეულში შედის საფრანგეთი (2,7 მლრდ ლიტრი) და იტალია (2,26 მლრდ ლიტრი).

ღვინის წარმოების მსოფლიო ტენდენციები დამოკიდებულია 3 ქვეყანაზე

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …