საქართველო და ყატარი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

თბილისი (BPI) – საქართველო და ყატარი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ.

მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. მემორანდუმი ორი ქვეყნის ტურისტულ სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ტურ ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კერძო სექტორის წახალისებას ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და სხვადასხვა ერთობლივი ტურისტული პროექტების მხარდაჭერას. საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, ყატარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწობს უვიზო რეჟიმი და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები დოჰა-თბილისის მიმართულებით.

გასული 5 წლის განმავლობაში ყატარიდან ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ ყოველწლიურად ორმაგდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული მემორანდუმი ხელმოწერილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მიერ. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …