საქართველო და უზბეკეთი სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს

თბილისი (BPI) – საქართველო და უზბეკეთი სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს, – თანამშრომლობის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ჯამშიდ ა. ხოდჟაევთან განიხილა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებისა და ვაზის ჯიშების გამოყვანაში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.

ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში აგრარული დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

ხოდჟაევმა აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. 

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს. …