საქართველო და თურქეთი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

თბილისი (BPI) – საქართველო და თურქეთი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ.

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის თბილისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის R&D-ის (კვლევა და განვითარება) ფორმატში კოორდინაციის მექანიზმის შემუშავებას.

აღნიშნულის ფარგლებში, გამოვლინდება მზარდი R&D-ის პოტენციალის მქონე პროექტები, რომელიც ითვალისწინებს: ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი საწარმოო პოტენციალისა და თანამედროვე ფინანსური მოდელების განვითარებას ორივე ქვეყნის სასარგებლოდ.

ასევე, R&D-ისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, გარკვეულ სფეროებში მოხდება სახელმწიფოს-საგანმანათლებლო-სამრეწველო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება და განათლების პროგრამების დაგეგმვა.

შემთხვევითი სიახლე

III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია

თბილისი (BPI) – 2018 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა …