საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობაზე კვლევას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელელ კოლეგასთან ელი კოენთან ერთად ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე შეთანხმება უკვე გააფორმა. 

მინისტრი იმედოვნებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულდება.

“ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა და საქართველო-ისრაელის დაახლოების მნიშნელობაზე აღნიშნა.

ქუმსიშვილის თქმით, საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაც კარგად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში. ბიზნესისა და საინვესტიციო მიმზიდველობის სიმარტივის მხრივ, საქართველო რეგიონში და გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

Doing Business 2018-ის მიხედვით, საქართველო ათი საუკეთესო ქვეყნის სიაშია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …