საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება

თბილისი (BPI) – საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება.

პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს.

სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები. 

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია.

კერესელიძემ ყურადღება პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებლობის აღების საკითხებზე გაამახვილა.

„ვიწყებთ აქტიურ საჯარო კონსულტაციებს კერძო სექტორთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სხვა საჯარო უწყებებთან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ ბიზნეს სექტორის ინტერესები, მაგრამ არ დავაზარალოთ ნარჩენების მართვის კოდექსში გათვალისწინებული მიზნები“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

ვროკავშირის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს აქტიურად ეხმარება. ასევე აღნიშნავს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ქვეყანას და მალე ვნახავთ პირველად შედეგს.

 

შემთხვევითი სიახლე

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო “ლეგატო” და “ანტრე” დააჯარიმეს

თბილისი (BPI) – ზამთრის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი ძლიერდება. თამბაქოს კონტროლის …