საქართველოში FX Global Code დაინერგება

თბილისი (BPI) – სებ-მა ბანკების და მისოს სახაზინო სამსახურების მიერ  პროფესიული ასოციაციის დაფუძნებაზე განაცხადა. პირველი საზრუნავი საერთაშორისო გლობალური სავალუტო ბაზრის კოდექსის (FX Global Code) პრინციპების დანერგვაა. FX Global Code-ი საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის (BIS) ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა.

კოდექსის მიზანი  გამჭვირვალეობა და ბაზრის მონაწილეებს შორის სამართლიანი ქცევის ნორმების დამყარებაა.

სავალუტო კოდექსი ოფიციალურად 2017 წლის მაისში გამოქვეყნდა, შეიქმნა გლობალური სავალუტო კომიტეტი, რომელიც აერთიანებს 10 ქვეყანას (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროზონის ქვეყნები, იაპონია…). ახლადშექმნილი ასოციაციის პირველი მიზანი ამ ჯგუფში გაწევრიანებაა იქნება.

კონსულტაციისთვის USAID-ის დაფინანსებით, საერთაშორისო სპეციალისტები ჩამოვლენ.

შემთხვევითი სიახლე

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი ევროინსი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა. კომპანია “აისი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია …