საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 8.18 %-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 8.18 %-ით გაიზარდა.

2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 114 711 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 078 ფრენით და 8,18%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 78 774 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 389 ფრენით, ანუ 3.1% -ით მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა – დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 9 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში 35 937 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 689 ფრენით, ანუ 18.8%-ითაა გაზრდილი.

უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში შეადგენს 31 547 509 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 214 081 კმ-ით და 0.7%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ.

საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …