საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს. მოგეხსენებათ, რომ ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონტრაქტორ ორგანიზაციას.

საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე მითიტებულია, რომ “საქართველოს რკინიგზა” მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ხვალ მედიის წარმომადგენლებს იწვევს მედია ტურზე და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გადაიღონ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …