ucuz paykwik sportwetten paykasa

საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 23 ოქტომბრიდან – 29 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – Discount Week ტარდება.

კამპანია “Discount Week” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.

პროექტის მიზანია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

Discount Week-ში მონაწილეობს 29 სასტუმრო 6 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია; აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი. სასტუმროები 30%-დან 52%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.

შემთხვევითი სიახლე

ავსტრიელი ტურისტები საქართველოში სტუმრობით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით მზარდია. 2018 წელს საქართველოს ავსტრიიდან 10 ათასამდე …