“საქართველოს ბანკმა” ქვეყნის დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე გააცილა

თბილისი (BPI) -” საქართველოს  ბანკი”, მისი  გენერალური პარტნიორობით, ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიის მასპინძლობაზე აცხადებს.

6-18 ოქტომბერს, ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. მათ შორის იქნება საქართველოს 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს. საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს!

წლევანდელ მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ: ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა – 10 მ, პნევმატური პისტოლეტი),  გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ), გიორგი თოხაძე  (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე  ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო,100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ),ზურაბ  კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ),გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი: ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე,  ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.

“საქართველოს ბანკი” ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს და 2020 წლამდე  ყველა აქტივობაში იქნება ჩართული.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …