საქართველოს ბანკმა ფონდ “ქართუსთან” პრობლემური მსესხებელთა თანხის გასტუმრებაზე მემორანდუმი გააფორმა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის პრობლემური მსესხებელთა 200 მლნ ლარის თანხის გასტუმრებაზე ფონდ “ქართუსთან” მემორანდუმი უკვე გაფორმებულია.

ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ განაცხადა, რომ დასაზუსტებელი იყო სიები, რადგან შშმ პირების მსესხებელთა ჩამონათვალი ცალკე არ იყო, ახლა სიები დაზუსტებულია და ყველაფერი მზად არის პროცედურის დასაწყებად.

3 დეკემბერს გასაშვები ვებ-გვერდი ბანკის კომპეტენციაში არ შედის, რადგან ონლაინ პლატფორმაზე მთავრობა მუშაობს და როდის იქნება მზად ამაზე პასუხი კიკნაველიძეს არ აქვს.

ბანკის გენერალური დირექტორს ბენეფიციართა ზუსტი მონაცემები არ დაუკონკრეტებია.

შემთხვევითი სიახლე

თიბისის აქციებზე გარიგებები მცირდება

თბილისი (BPI) – ლონდონის ბირჟაზე, გასულ სასესიო კვირას “თიბისის” (TBCB LI) 70 000 აქციაზე დაიდო …