ucuz paykwik sportwetten paykasa

საქართველოს ბანკი: “ომეგა” ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს

თბილისი (BPI) – “ომეგა ჯგუფის” საპასუხოდ “საქართველოს ბანკი” განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში მითითებულია, რომ კომპანიასთან “საქართველოს ბანკს” დავა აქვს და ბანკი გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას.

“საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – საქართველოს ბანკისთვის მიუღებელია. საქართველოს ბანკი კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას”, – ნათქვამია “საქართველოს ბანკის” გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …