“საქართველოს ბანკი” ბიზნესის ხელშეწყობისთვის QR-ს ნერგავს

თბილისი (BPI) -“საქართველოს ბანკი”QR PAY-ს ნერგავს, გადახდის ახალ სისტემას.  იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს,  ტერმინალის გარეშე უფრო იაფად მიიღოს მომსახურება. ეს სისტემა გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს მოიცავს.

წვდომითვის აუცილებელია 1 მიმდინარე ანგარიში მაინც. მცირე  მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

QR PAY-თ გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილ ბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR PAY-თ გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და იხდის QR კოდის წაკითხვით.ამ დროისთვის უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-თ გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მომხმარებელს QR-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.

„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი ევროინსი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა. კომპანია “აისი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია …