საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France გეგმავს.

მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, ტავ ჯორჯიას შორის ბოლო ეტაპზეა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

 

შემთხვევითი სიახლე

აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს. აუდიტის …