საქართველოს 2018 წელს 8,7 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

თბილისი (BPI) – საქართველოში ტურისტული ნაკადი უფრო და უფრო მზარდია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – ქვეყანას 8 679 544 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მაჩვენებელი 2017 წელტან შედარებით +9.8%-ით არის გაზრდილი.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.9%)

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018წელი)

ვიზიტის ტიპი 2017 2018 ცვლილება ცვლილ%
საერთაშორისო მოგზაურებისვიზიტები 7,902,509 8,679,544 777,035 9.8%
საერთაშორისო ვიზიტორებისმიერ განხორციელებულივიზიტები 6,482,830 7,203,350 720,520 11.1%
ტურისტული ვიზიტი 4,069,354 4,756,820 687,466 16.9%
ერთდღიანი ვიზიტი 2,413,476 2,446,530 33,054 1.4%
სხვა (არატურისტული) 1,419,679 1,476,194 56,515 4.0%

2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +80%,სლოვაკეთი +62%, რუმინეთი +59%, ნიდერლანდები +56%, გერმანია +50%,  ლატვია +50%, ჩეხეთი +44%, პოლონეთი +37%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +31% იტალია +30% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და  აშშ +25%.

ქვეყანა 2017 2018 ცვლილება ცვლილება%
1 აზერბაიჯანი 1,301,556 1,424,610 123,054 9.5%
2 რუსეთი 1,135,057 1,404,757 269,700 23.8%
3 სომხეთი 1,287,168 1,268,886 -18,282 -1.4%
4 თურქეთი 1,007,276 1,098,555 91,279 9.1%
5 საქართველო (არარეზიდენტი) 456,132 476,389 20,257 4.4%
6 ირანი 282,549 291,070 8,521 3.0%
7 უკრაინა 169,862 177,058 7,196 4.2%
8 ისრაელი 115,040 156,922 41,882 36.4%
9 პოლონეთი 48,913 66,903 17,990 36.8%
10 გერმანია 43,090 64,486 21,396 49.7%
11 ბელარუსი 42,149 60,241 18,092 42.9%
12 ყაზახეთი 47,241 58,955 11,714 24.8%
13 საუდის არაბეთი 45,708 51,879 6,171 13.5%
14 ინდოეთი 42,605 50,910 8,305 19.5%
15 აშშ 33,569 41,863 8,294 24.7%

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …