საქართველო სსფ-დან $41.6 მლნ-ს მიიღებს

თბილისი (BPI) – საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 41.6 მლნ დოლარს მიიღებს, – 3-წლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა.

შედეგად სსფ-დან ჩამორიცხვები ამ პროგრამის ფარგლებში $166.3 მლნ-ს (
120 მლნ SDR) გაუტოლდება.

გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა სულ 210.4 მლნ SDR-ის, ანუ საქართველოს ქვოტის 100%-ის ჩამორიცხვას
ითვალისწინებს.

მიმდინარე პროგრამა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა
საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა.

ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ზოგი კრიტერიუმი შესრულებულია მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. პროგრამის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი შესრულდა ორი კვირის დაგვიანებით.

შემთხვევითი სიახლე

ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2018 წელს 11 013 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 345 დოლარია (11 …