საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის კომიტეტის წევრ ქვეყნად აირჩიეს

თბილისი (BPI) – ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან არჩეულ იქნა ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი წევრი ქვეყნების მხოლოდ 15 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორის 2018 წლიდან უკვე საქართველოც იქნება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში.

1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა. ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი წარმოადგენს არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ნავთობის დაღვრის შედეგად დაზარელებულთათვის კომპენაციის გაცემის მიზნით, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია.

საქართველო კონვენციას 2001 წელს შეურთდა და მას შემდგომ აქტიურად მონაწილეობს IOPC funds-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ხოლო ფონდის წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს ყველა ინიციატივას საზღვაო მიმართულებით. 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, რიგით მეორე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2018) ესწრებოდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბატონი ჟოზე მაურა.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …