საქართველო კანაფის ექსპორტიდან მილიარდი ლარის მიღებას გეგმავს

თბილისი (BPI) – საქართველო კანაფის ექსპორტიდან მილიარდი ლარის მიღებას გეგმავს.

“მსოფლიოში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება იზრდება. ჩვენ მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ ორ-სამ წელიწადში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ქრონიკასთან” განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ზუსტად ის, რომ კანაფის ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს აქვს შანსი დაიკავოს მოწინავე პოზიციები. “კანაფი კი არ გადაარჩენს საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს”, – განაცხადა მაჭავაარიანმა.

მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება გამჭვირვალე და ლიცენზირებას დაარეგულირებს.

როგორც ცნობილია, სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმენება.

კანაფის საექსპორტო მიზნით მოყვანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა, შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

 

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …