საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ე. წ. „მწვანე კორიდორი” ამოქმედდება

თბილისი (BPI) – საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის კონკრეტულ მონაკვეთზე ე. წ. „მწვანე კორიდორი” ამოქმედდება.

აზერბაიჯანული მხარე მზადაა დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის კონკრეტულ მონაკვეთზე ე. წ. „მწვანე კორიდორის“ ასამოქმედებლად.

GHN-ის ცნობით, ინიციატივა ერთიანი ტურისტული პაკეტის შექმნის ფარგლებში განხორციელდება.

დეტალები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ  და აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსთან, ელჩინ გულიევთან შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე ქვეყნისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ძლიერი საზღვარი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …