„საქაერონავიგაცია“ „ევროკოპტერის“ ვერტმფრენს ყიდულობს

თბილისი (BPI) – „საქაერონავიგაცია“ „ევროკოპტერის“ ვერტმფრენს AS 350B3 ყიდულობს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია Airbus Helicopters-თან გაფორმდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის 2 ნოემბრის განკარგულებით, „საქაერონავიგაციას“ საკუთარი სახსრებით ვერტმფრენის შესყიდვის უფლება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მიეცა. „ევროკოპტერის“ ერთი ვერტმფრენი სახელმწიფო კომპანიამ 2016 წელსაც შეიძინა.

მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, „საქაერონავიგაციას“ ძებნა-შველისმიმართულებით ფუნქციები დაემატა და შეიქმნა საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …