საპენსიო ფონდის მისვლამდე ბირჟაზე აღარავინ დარჩება

თბილისი (BPI) –  საფონდო ბირჟა (სსბ) ემიტენტებს კარგავს.  სსბ-ის ინფორმაციით, კომპანიები გარბიან.  სისტემაში  მხოლოდ  24  სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდები რჩება.  ჯერ კიდევ სექტემბერში 52 სს იყო, შარშან ამ დროს კი 100-ზე მეტი.

ამ დროისთვის ბოლო “გარბენი”  „თბილისის ქაღალდის ფაბრიკამ“ შეასრულა , რომლის 177 000 აქცია (ნომინალი – 1.462) იყო ბირჟის სისტემაში განთავსებული. ბოლო თითო აქცია 0.29 ლარად ივაჭრებოდა (საბაზრო ₾51 300).

სსბ-ის საბაზრო კაპიტალიზაცია  1.794 მლრდ ლარამდეა შემცირებული (01.11.2017 – 2.963 მლრდ). ბროკერების ინფორმაციით,  ემიტენტები  ახალმა რეგულაციებმა დააფრთხო. საბუღალტრო აღრიცხვის ახალი სტანდარტით, აუდირებული ანგარიშის მომზადება $ 20 000 ჯდება, აუდიტის უგულისყურობაზე რომ აღარაფერი ითქვას, რომლებიც დაკვეთაზე უმეტესად უარს ამბობენ.  მიზეზად კი მოუცლელობას ასახელებენ.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი – GSX   140.8  ნიშნულამდეა დაცემული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -123 ოქტომბრის დასაწყისში იყო.ინდექსი საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებული 10 კომპანიის აქციებით ვაჭრობის მიხედვით ყოველდღიურად ანგარიშდება, თუმცა  ამ დროისთვის თავის დატვირთვას  ვეერ პასუხობს, რადგან 10 ემიტენტიდან ზოგი ბირჟიდან უკვე წასულია და დარჩენილებიც დელისტინგისთვის ემზადებიან.

ინდექსირებული კომპანიებია: სს “ლიბერთი ბანკი” (სალისტინგო კოდი -BANK), სს”საქართველოსბანკი” (GEB), “გაერთიანებული ტელეკომი” (UTC), სს “კავკასიიის ენერგია და ინფრასტრუქტურა” (NRGY), “ლიბერთი ქონსუმერი” (CTC),”სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა” (TSIF), სს “თელასი” (AEST),  სს “სარაჯიშვილი” (ENIS), “ვითიბი ბანკი ჯორჯია” (UGB), “თელიანი ველი” (WINE).

A და B ლისტინს გარეთ კომპანიები მხოლოდ გარიგებისას იხდიან. თითოეული მხარე ღირებულების 0.05%. ობლიგაციების  ფიქსინგით ვაჭრობისას 0.03%-ს. სისტემაში დაშვებისთვის თანხას მხოლოდ 9 კომპანია იხდის (A- 2 500 და B-1500)  და საგადსახადო შეღავათებითაც მხოლოდ ისინი სარგებლობენ. საგადასახადო შეღავათით დივიდენდი და სარგებელი არ იბეგრება.  25%-იანი კოეფიციენტიც  იხსნება, თავისუფალ მიმოქცევაში აქციების  ბრუნვის ვალდებულებაზე.

საინვესტიციო ფონდებისთვის  შეღავათები ჯერ უცნობია, ინვესტორებისთვის გასამარტივებელია  მოგების დეკლარირების პროცედურა.  როგორც იცით,  დაგროვებით საპენსიო სქემაში 40-წლამდე ჩართულ მოქალაქეებმა  პენსიაში გასვლის შემდეგ, სარგებელი, საპენსიო ფონდში  აკუმულირებული  ფულის მომგებიან ინსტრუმენტებში ჩადებით უნდა მიიღონ და  ადგილობრივი ბირჟა მთავარი  სავაჭრო მოედანი უნდა  გახდეს.

„ბირჟავიკები“ საფონდო ბირჟაზე ბონდებით ვაჭრობის გარდა,  ჯერ სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ. ფიქრობენ, რომ ლარის ბონდებით დაიძლევა ბირჟის პრობლემები.  შემდეგი ეტაპი კი, ქონებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების  (REIT) ბაზრის განვითარება უნდა იყოს. ბაზრის  სიმცირის მიუხედავად  უძრავიქონებაში  არის გარკვეული თანხები დაგროვილი და ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს. საფონდო ბაზარზე საპენსიო ფონდების გააქტიურებასაც ელიან, რითაც  ლარის ბონდების მყიდველი ახალი სეგმენტი გაჩნდება.

 

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …