ucuz paykwik sportwetten paykasa

საპარტნიორო ფონდი რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტს წარადგენს

თბილისი (BPI) – რომანოვების სასახლე და ლიკანის კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება. „რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტს“ საპარტნიორო ფონდი წარადგენს.

როგორც ფონდში განმარტავენ, ვიზიტორებს კომპლექსის სრული დათვალიარების, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებითა და პარკით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.

პრეზენტაცია ლიკანის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე 12 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება.

პროექტირების ამოცანები: რომანოვების სასახლის რესტავრაცია/მუზეოგრაფია; ორანჟერეის აღდგენა/რეაბილიტაცია; ისტორიული პარკის კეთილმოწყობა/დენდროლოგიის გეგმის შემუშავება; სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკის დაპროექტება; საფეხმავლო ხიდისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …