სანავთობო ბიტუმის იმპორტი იზრდება

თბილისი (BPI) –   საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 2018 წლის ივნისში შეადგინა 11,2 ათასი ტონა, რაც 3,5 ათასი ტონით აღემატება მაისის მაჩვენებელს (7,7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 99,1% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 33,6 ათასი ტონა, 6,5 ათასი ტონით ანუ 16,2%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (40,1 ათასი ტონა).

 

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …