სამომხმარებლო სესხები ძვირდება

თბილისი (BPI) – სამომხმარებლო სესხებზე განაკვეთები ლარში გაზრდილია, აშშ  დოლარში შემცირებული.

სებ-ის სტატისტიკით, მოკლევადიანი საბანკო კრედიტების საშ. განაკვეთი ლარში 19,9%-ია (Q1.2017 – 19.4%), უცხოურ ვალუტაში 6.0% (Q1.2017  – 8.1%).

გრძელვადიანი სესხის წლიური პროცენტი ლარში 17.5%-ს შეადგენს (Q1.2017 – 16.1%). აშშ დოლარში წლიური პროცენტი შემცირებულია 10.7%-მდე (Q1.2017  – 11.6%).

სამომხმარებლო სესხების პორტფელი 3.7 მლრდ ლარს აღემატება  და 80% -ზე მეტი გრძელვადიან სესხებზე (₾3.04 მლრდ) მოდის.

აქედან 3.1 მლრდ ლარი პორტფელი ლარშია  დენომინირებული.

შეგახსენებთ, 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ  ადგილობრივ ვალუტაში გაიცემა.

Q1.2018 (₾)

წლიური % ეფექტური %
 1 საქართველოს ბანკი ≥9.0 ≥15.
 2 თიბისი ბანკი ≥11.5 15.1
 3 ლიბერთი ბანკი ≥11.0

წყარო: კომერციული ბანკები