სამომხმარებლო დაკრედიტების გაჩერება ბიზნესსაც გააჩერებს

თბილისი (BPI) – საბანკო ასოციაციის ახალ პრეზიდენტს ის დარჩენია.  სექტორს ახალი ჩვევების დაუფლებაში  დაეხმაროს.

“ახალი დებულებით, მსესხებლის შემოსავალი მხოლოდ დადასტურებული და შეფასებული კი არა, მე-3 პირისთვისაც განმარტებული უნდა იყოს, რომ სესხი ნამდვილად სწორად  გაცემულია”, –  ალექსანდე ძნელაძე  2 სუბიექტის  ურთიერთობის გართულებას, მათ შორის მე-3 პირის ჩადგომაში ხედავს.

“დღეს საბანკოს და  მთლიანად საფინანსო სექტორს ამასთან დაკავშირებით ურთიერთობის ჩვევა არ გააჩნია”, –  “მაესტროზე” მან  აღნიშნა, რომ  დებულება, რაიმე ნორმის მოდიფიცირება, განახლება ან ცვლილება კი არ არის, ის სიახლეა სექტორისთვის, რომელსაც უნდა მოერგოს მსესხებელი და გამსესხებელი. აქამდე აკრძალვითი დებულება არ არსებობდა და შესაბამისად  ძნელაძე   მისი შეჩერების მიზანშეწონილობაზე ამიტომ აცხადებს.

ოპტიმალურ პერიოდზე კი არ საუბრობს. რა პერიოდია მიზანშეწონილი, ასოციაციის პრეზიდენტს არ დაუსახელებია. როგორც  ირკვევა გადავადებითაც ანალოგიურ შედეგს მივიღებთ. ადაპტირების 12 თვე  ცოტა გადაიწევს.

მისი თქმით, ახალი რეგულაციით მხოლოდ სამომხმარებლო კრედიტები არ შემცირდება, რომლის განახევრებასაც ვარაუდობს.  მოიკლებს ბიზნესსესხების პორტფელიც.  შენელდება ეკონომიკის ზრდა  – “დებულება  უნდა შეჩერდეს თუ არ გვინდა ეს შედეგები”.

“ეს სესხი ხომ  განკუთვნილია სამომხმარებლო კალათისთვის, რომლის ხარჯვითი ნაწილი პირდაპირ მიდიოდა იმ ბიზნესში, რომელიც კრედიტდებოდა. ანუ, თუ სამომხმარებლო ბაზარი აღარ გაიზრდება და  მოსახლეობის ხარჯვითი ნაწილი შემცირდება (ანუ შემცირდება სამომხმარებლო სესხები), ბიზნესს რაღაში დასჭირდება გაფართოება”, –  განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.

მისი თქმით  დღეს საკრედიტო რესურსი  მაქსიმალურად  ხელმისაწვდომია და სწორედ “ამის საწინააღმდეგოდ არის ეს დებულება”.

 

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …