სამარშრუტო ტაქსებს კონდიცირების საკითხის მოგვარება მოუწევს

თბილისი (BPI) – თბილისის მერი სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას დღეიდანვე ურჩევს. კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს საკითხის დარეგულირება მოსთხოვა.

„გავალებთ, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსების კომპანიის მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა მოგვარდეს, რათა მერსა და მერიას განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა არ დასჭირდეს, რომ მოქალაქეებს ელემენტარულად, კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები დროულად უნდა დაიწყოს.

„დღესვე დაიწყეთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო. მათ აქვთ დრო და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრები კომფორტულ გარემოში გადაადგილდნენ. დღესვე დაიწყეთ ამაზე მუშაობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …