სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

8 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.395 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.