საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 4.7 მლნ ევროს მიიღებს

თბილისი (BPI) – საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციიდან (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის დაფინანსებას მიიღებს.

ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და NEFCO-ს მმართველმა დირექტორმა, მაგნუს რისტედმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა, ბო ესკე ნიჰუსი ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს “საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება” დაფინანსების მიზნით.

შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2.83 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მილიონ ევროს.

პროექტის მიზანია, საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდას. პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2018-2020 წლებში. ამ ეტაპზე ჩატარებული შესწავლის საფუძველზე, მოიაზრება შემდეგი ქალაქები და რეგიონები: თბილისი, რუსთავი, ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და სამეგრელო. პროექტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …