საგამოძიებო სამსახურმა 18 000 ლარის უაქციზო სიგარეტის შენახვა -გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

თბილისი (BPI) –  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ახდენდნენ ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ბაკურიანში ველორბოლა გაიმართება

თბილისი (BPI) – ბაკურიანში ველორბოლა 12 აგვისტოს გაიმართება. ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, სამთო …