საფრანგეთის მთავრობა Air France-KLM-ის წილის გასხვისებას განიხილავს

თბილისი (BPI) – საფრანგეთის მთავრობას ავიაკომპანია Air France-KLM-ში საკუთარი წილის გაყიდვა სურს. მყიდველი უკვე არსებობს.

როგორც უცხოური მედია წერს, Air France-KLM-ის შეძენა სასტუმროთა ქსელ AccorHotels სურს.

საფრანგეთის მთავრობა ამ ეტაპზე 14,3%-იანი, ან უფრო ნაკლები წილის გასხვისებაზე ფიქრობს.