საექსპორტო ქართული ღვინოებიდან “ქინძმარაული” ლიდერია

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან “ქინძმარაული” ლიდერობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2018 წლის იანვარ-მაისში წელს ექსპორტზე 5,7 მლნ ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა, წითელი ღვინო „მუკუზანი“ – 1,7 მლნ ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1,4 მლნ ბოთლი.

ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 638 000 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 282 ათასი ბოთლი.

შემდეგ პოზიციებზეა „ტვიში“ – 58 ათასი ბოთლი, „ყვარელი“ – 58 ათასი ბოთლი.

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …