საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინოებიდან “ქინძმარაული” #1-ია

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან “ქინძმარაული” ლიდერობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2017 წელს ექსპორტზე 12,8 მლნ ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა, წითელი ღვინო „მუკუზანი“ – 4,2 მლნ ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 3,4 მლნ ბოთლი.

ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 1,5 მლნ ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი ბოთლი.

„ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი.