საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ბრენდსა და ჭაჭაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ბრენდსა და ჭაჭაზე მოთხოვნა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით ქართული ჭაჭა და ბრენდი 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.

ქართული ბრენდის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში თითქმის 10 მლნ ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა, 20%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის 8 თვეში. ბრენდის ექსპორტიდან საქართველომ 20 მლნ დოლარი (ზრდა 7%) მიიღო.

რაც შეეხება ჭაჭას საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ), მაჩვენებელი 1 წლის განმავლობაში 114%-ით არის გაუმჯობესებული. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი დოლარის ჭაჭა (ზრდა 126%).

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …