სად ღირს ცხოვრება იაფი – საქართველო რეიტინგში მე-12 ადგილზეა

თბილისი (BPI) – 117 ქვეყანას შორის, საქართველო ცხოვრების სიიაფით მე-12 ადგილზეა. პორტალ Numbeo-ს რეიტინგში საქართველოს 30.14 ქულა აქვს და ის ადგილს ალჟირსა და ბანგლადეშს შორის იკავებს. შეფასებულ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ცხოვრება პაკისტანშია, ყველაზე ძვირი კი შვეიცარიაში.

ვებ-გვერდზე მონაცემების დაჯამება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ შორის ბინის ქირის, პროდუქტებისა და რესტორნების ღირებულებით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საქართველო რამდენჯერმე იაფი ქვეყნების ათეულში მოხვედრილა. მაგალითად, 2017 წელს მე-5 ადგილზე იყო.

საიტის კიდევ ერთ განყოფილებაში მსოფლიოს 440 ქალაქში არსებული ფასებია შედარებული. ამ შემთხვევაში თბილისი სიიაფით 51-ე ადგილზეა- კოლუმბიის მედელინსა და რუსეთის კრასნოდარს შორის.

შემთხვევითი სიახლე

პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია …