საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია 2 მლნ ჯდება

თბილისი (BPI) – საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს აღემატება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს გორისა-ჯალაურთას 6 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას. ასევე, მოეწყობა გაბიონები, ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი მილები და საგზაო ნიშნები.

პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და მოსახლეობას კომფორტულად შეუძლია გადაადგილება.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისიმ” ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ უკვე …