საბანკო სფეროში სასესხო პორტფელის ზრდის ტენდენციის შემცირების მოლოდინია

თბილისი (BPI) – არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები“ საბანკო სექტორში რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგად, მოკლევადიან პერიოდში  სასესხო პორტფელის ზრდის ტენდენციის შემცირებას ელის.

ამავდროულად ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე კვარტალში, წინა წლებისგან განსხვავებით, გაცვლითი კურსის მკვეთრი გამყარება არ შეიმჩნევა, რაც ინფლაციის შემცირებას არ გამოიწვევს.

“რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებასთან ერთად ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე შემცირდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე, რაც ლარის რესურსს მეტად ხელმისაწვდომს გახდის. არსებული პირობების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი არ არის”, – განმარტავენ NGO-ში.

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 52 524 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.25%-ზე დატოვა, შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2,204 მლრდ ლარის სესხია გაცემული.

 

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …