საბანკო ბაზარზე ლარის რესურსი გაძვირდა

თბილისი (BPI) – ბანკთაშორისი ფულადი ბაზარი შემცირებულია, რაც ლარის რესურსის ბრუნვის კლებით იყო განპირობებული. ბრუნვა 7.36  მლრდ ლარია (-400 მლნ m.m, – 4 მლრდ Y.Y).  უცხოური ვალუტის თვიური ბრუნვა 500 მლნ-ით გაზრდილი.

სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, ბანკთაშორის ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითი წილი  35.4%-ია.

ლარის რესურსზე საშუალო განაკვეთი  0.2 პროცენტული პუნქტით  გაზრდილია  (m.m), 7.18%-მდე, . უცხოური ვალუტაში 0.91% -ს შეადგენს (-0.01%m.m).