საარსებო მინიმუმი 10-თვიან მინიმუმზეა

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმის შემცირების ტრენდი ივნისის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდა, თუმცა ამჯერად მაჩვენებელი 10-თვიან მინიმუმზეა და 171,5 ლარით განისაზღვრა.

“საქსტატის” მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით საარსებო მინიმუმი 1,5 ლარით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 4,3 ლარით არის გაზრდილი.

ივლისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 151,9 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 287,8 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 151,9 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 404,2 ლარით.

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI)  – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს …