Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს

თბილისი (BPI) – უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში ირლანდიური ლოუ-კოსტერი Ryanair-ი 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს, – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც უკრაინის აეროპორტებსა და Ryanair-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდა.

Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით, საუბარია ლვოვისა და ბორისპილოს აეროპორტების მიმართულებით კვირაში 32 რეისის განხორციელებას გეგმავს.

Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე ოპერირებას ოფიციალურად ოქტომბრიდან შეუდგება. უკვე გაწერილი განრიგების მიხედვით რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: ბოისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან.

რაც შეეხება ლვოვს, ლვოვის აეროპორტში Ryanair-ი რეისებს განახორციელებს დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …