Ryanair-ის მოგება 12%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ირლანდიური „ლოუკოსტერის“ Ryanair-ის მოგება 2018 წლის მესამე ფინანსურ კვარტალში 12%-ით გაიზარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, კომპანიის წმინდა მოგებამ ოქტომბერ-დეკემბერში 105,6 მლნ ევროს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 94,4 მლნ ევრო. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები 4%-ით, 1,405 მლრდ ევრომდე გაიზარდა, ეს იმ ფონზე როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები 1,345 მლრდ ევროს შეადგენდა. იმავდროულად Ryanair-ის რეისების დატვირთულობის მაჩვენებელი 95%-დან 96%-მდე გაიზარდა.

ოქტომბერ-დეკემბერში ავიაკომპანია სულ 30,4 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა მაჩვენებლებს 6%-ით აჭარბებს. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში Ryanair-ის ავიაბილეთების საშუალო ღირებულება 4%-ით გაიაფდა. დღეისათვის Ryanair რეისებს მსოფლიოს 34 ქვეყნის, 210 აეროპორტიდან 1,8 ათასი მიმართულებით ახორციელებს.