Ryanair-მა მგზავრთგადაყვანაში რეკორდი დაამყარა

თბილისი (BPI) ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი 2017 წელს 128,77 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კიდევ ერთხელ დაამყარა რეკორდი და ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის სტატუსი შეინარჩუნა.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით Ryanair-ის მგზავთნაკადი 9%-ითაა გაზრდილი. 2017 წლისთვის Ryanair-ის რეისების დატვირთულობამ 95%-ი შეადგენა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 94%-ი იყო.

2018 წლისთვის Ryanair-ი 138 მლნ მგზავრის მომსახურებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის მგზავრთნაკადმა პირველად 100 მლნ-ს 2015 წელს გადააჭარბა. 2015 წელს ავიაკომპანია ჯამში 101,4 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი 116,7 მლნ მგზავრს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …