რუხის ინოვაციების ცენტრი სექტემბერში გაიხსნება

თბილისი (BPI) – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რუხის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა.

ცენტრი, რომელიც რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზეა განთავსებული, სექტემბერში გაიხსნება.

ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა იმ სერვისით, რომელსაც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს მომხმარებელს.

რუხის ინოვაციების ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ ახალგაზრდებს, კერძო კომპანიებსა თუ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს. …