rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა 20 თებერვლიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – 20 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება.

როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა განცხადა, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას.

მაია ზავრაშვილის განცხადებით, ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფოსთან ანგარიშგება ელექტრონული ფორმით შეეძლება. მისი თქმით, პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელის ინფორმირებას ელექტრონულად ან მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიერ მიერ შესასრულებელი სავალდებულო ქმედებების ვადის დადგომის შესახებ.