“როსპოტრებნადზორმა” ქართული ღვინო ისევ დაიწუნა

თბილისი (BPI) – “როსპოტრებნადზორმა” ქართული ღვინოს ისევ დაიწუნა. მიზეზად უწყება რუსეთის მარეგულირებელი ორგანოს სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამობას ასახელებს.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, 2018 წლის 6 თვეში გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის პარტია 16 000 ლიტრი ღვინო, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

“ადგილი ჰქონდა წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებს როგორც მწარმოებლების, ასევე საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იქვე ნათვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი გაძლიერდება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …