რომელი მინისტრები შეინარჩუნებენ პოსტებს ბახტაძის კაბინეტში

თბილისი (BPI) – პრემიერის წარდგენილ მინისტრთა კაბიონეტში მხოლოდ 3 ახალი მინისტრი იქნება. მინისტრები პრემიერმა უკვე წარადგინა.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია Telia-ს ჯგუფში შემავალი ჯეოსელის ყოფილი კომერციული დირექტორი ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის სავარძელს მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey -ს უფროსი პარტნიორ იგიორგი ქობულია დაიკავებს; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს.

თანამდებობებზე რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი; იუსტიციისა და პრობაციის გაერთიანებულ სამინისტროს თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს; შს მინისტრი გიორგი გახარია; გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

შეგახსნებთ, რომ ახალი გუნდის წარდგენამდე მამუკა ბახტაძე “მცირე მთავრობის” ინიციატივით გამოვიდა. ახალ კაბინეტში 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია.

 

შემთხვევითი სიახლე

მაკა ასათიანი სამართლებრივი დავის დაწყებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – მაკა ასათიანის და Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის სარჩელი TIG -ის წინააღმდეგ,  საქალაქო სასამართლომ …